საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-ზე გადაცემები 17 ივლისამდე არ დაიხურება, ახალი ბადისთვის კონკურსი გამოცხადდება

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა დღეს, სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. გეგმას მხარი არ დაუჭირა ქეთევან მსხილაძემ, ხოლო სულხან სალაძე კენჭისყრას არ დაესწრო.

გეგმის მიხედვით, 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე. განახლებული საეთერო ბადისთვის კი, კონკურსი ჩატარდება. კონკურსი არ შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს. 

„პირველ არხზე 30 გადაცემა გვაქვს და აპრიორი ვიცით, რომ 30 გადაცემა ვერ გვექნება. გარკვეული დანაზოგი უნდა გვქონდეს. შეიძლება, ეს იყოს 15 ან 20 გადაცემა“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელმა თიკო ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ კონკურსი 1 აპრილს გამოცხადდება.

კომენტარები