საფრანგეთი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა

AP

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო ლე რუ გადადგა.

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლე რუმ პარლამენტარობის დროს საკუთარი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. გუშინ კი, საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ აღნიშნულ თემაზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ლე რუს შვილები მის თანაშემწეებად 15 და 16 წლის ასაკში მუშაობდნენ.

ლე რუს თქმით, მისი შვილები მასთან "ზაფხულში, არდადეგების დროს არასრულ განაკვეთზე მუშაობდნენ". ფრანგული მედიის ცნობით, მათ ხელფასის სახით საერთო ჯამში 55 000 ევრო მიიღეს.

ბრუნო ლე რუს გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტმა ოლანდმა თანამდებობაზე 39 წლის მატია ფეკლი დანიშნა, რომელიც ამ დრომდე საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები