თალიბანი

ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან

Reuters

ავღანეთში, მაზარი-შარიფის სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ქართველი სამხედროები არ დაშავებულან - ინფორმაცია ტაბულას თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ქართველი სამხედროები თავდასხმის დროს მაზარი-შარიფის ბაზიდან მოშორებით იმყოფებოდნენ.

თავდასხმა ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა განახორციელა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მეჩეთისა და სასადილოს მიმდებარედ ექვსმა თავდამსხმელმა ავტომატებითა და ასაფეთქებლებით 140 ადამიანის მოკვლა შეძლო, არიან დაჭრილებიც.

კომენტარები