საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017

მაკრონი: საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვანი ძალა იქნება

Reuters

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ხალხს მიმართა. მაკრონის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს ფრანგი ხალხის იმედების გასამართლებლად. 

"​მე გამოვიყენებ მთელს ჩემს ენერგიას თქვენი ნდობის გასამართლებლად.​მთელი გულით გიხდით მადლობას. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოება. მე დავიცავ საფრანგეთს, დავიცავ ევროპას. თქვენი ნდობა არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა. საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვანი ძალა იქნება. მადლობა ფრანსუა ოლანდს, მან ძალიან ბევრი იმუშავა საფრანგეთისთვის", - თქვა ემანუელ მაკრონმა.

არჩევნების დროს ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ხმების 65.5 % დააგროვა, მარინ ლე პენმა კი 34.5 %.

კომენტარები