შეზღუდვები გზებზე

22-დან 26 მაისის ღამემდე თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეუზღუდება

wikipedia

თბილისის მერია ქალაქში საავტომობილიო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ქალაქში დაწესებული შეზღუდვები ასეთია:

22 მაისის დილის 09:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედნის ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაიკეტება. შესაბამისად, მოძრაობა შეიზღუდება პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალ ზოლზე. ხოლო, უკუმიმართულებით – თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მიმავალ ზოლზე ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს.  

ამ პერიოდის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტობუსები ჩავლენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, აუხვევენ მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის აღმართი) ქუჩაზე და მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებენ.

მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ და რუსთაველის გამზირზე ჭანტურიას  ქუჩის გავლით მოხვდებიან.

ანალოგიურად, კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლის და რუსთაველის გამზირზე თაბუკაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს.

თბილისის მერია მოსახლეობას შეზღუდვებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები