ტერაქტი მანჩესტერში

მანჩესტერში ტერაქტთან კავშირის ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს

ccianhopkins / twitter.com

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით, ქალაქის სამხრეთ ნაწილში კიდევ სამი პირი დააკავეს.

გუშინ, მანჩესტერში ამავე ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

22 მაისს, მანჩესტერ არენაზე მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავდამსხმელიც. 59 ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღეს, ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე სერიოზულიდან კრიტიკულამდე გაზარდეს.

კომენტარები