ავტოავარია

ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა

metro.us

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა. ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლო ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები