დონალდ ტრამპი

ტრამპი: გერმანიასთან უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს, ეს აუცილებლად შეიცვლება

AP

"გერმანიასთან უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი გვაქვს, ამასთანავე ისინი NATO-ს წევრობისა და თავდაცვისთვის იხდიან გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ეს მათ ევალებათ. ეს ძალიან ცუდია აშშ-სთვის და ეს შეიცვლება", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე.

გერმანია ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ მსოფლიოს მესამე ყველაზე დიდი ექსპორტიორია. 2016 წელს გერმანიის ექსპორტმა $1.3 ტრილიონი დოლარი შეადგინა, მისი იმპორტი კი $989 მილიარდი იყო. გერმანიის მთავარი საექსპორტო საქონელი ავტომობილებია. ქვეყანამ შარშან $251 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიტანა ექსპორტზე. 

დონალდ ტრამპი 2017 წლის 17 იანვარს გერმანელ ავტომწარმოებლებს 35%-იანი იმპორტის ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ტრამპის აზრით, იმისთვის რომ ამ ავტომწარმოებლებმა აშშ-ში გაყიდვები შეუფერხებლად განაგრძონ მათ წარმოება აშშ-ში უნდა გადაიტანონ.

2016 წელს გერმანული ავტოგიგანტი Volkswagen AG 2016 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი გახდა. Volkswagen-ის გაყიდვების ოფიციალური მონაცემებით, კომპანიამ 10.3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც 2015 წელთან შედარებით 3.8%-ით მეტია. გაყიდვებით მეორე ადგილზე Toyota-ა, მან გასულ წელს 10.2 მილიონი ავტომობილი გაყიდა.

ტრამპის ამ განცხადებას მაში ყველა გერმანული ავტომწარმოებლის აქციების გაუფასურება მოჰყვა, მათმა დანაკარგმა $7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები