გომელაური: მუხტარლი ე.წ. მწვანე საზღვარზე დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა

police.ge/

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გოემელაურის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლზე დააკავეს, სადაც მას პასპორტი არ სჭირდებოდა. 

"აფგან მუხტარლი​ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ დაუკავებიათ და ის ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლზე აიყვანეს, რომელსაც პასპორტით არ კვეთენ", - თქვა გომელაურმა.

დღეს კანცელარიასთან აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც მისმა ცოლმა დაკავებულის პასპორტიც მიიტანა. მისი თქმით, მუხტარლი საზღვარზე პასპორტის გარეშე გადაიყვანეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ბოლოს 29 მაისს ნახეს. მას საქართველოს შსს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეძებდა. გამოძიება კი, სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები