ვლადიმირ პუტინი

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლამდე პუტინი სამხრეთ ციმბირში სათევზაოდ წავიდა

kremlin

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხრეთ ციმბირში სათევზაოდ არის წასული, ამის შესახებ კრემლის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"პუტინი სამხრეთ ციმბირში, ტუვაში თითქმის ორი დღის განმავლობაში თევზაობდა. ის რეგიონში არსებულ მთის ტბებში წყალქვეშა ნადირობით იყო დაკავებული, მან მთიან რეგიონში გაისეირნა კვადროციკლით, ასევე კატერით. ითევზავა მთის მდინარეებში და ასევე გაირუჯა", - ამბობს დიმიტრი პესკოვი.

რუსეთის პრეზიდენტი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავს ჩასვლას. ვლადიმირ პუტინი აფხაზეთს 2009 და 2013 წლებშიც სტუმრობდა.

აფხაზეთში პუტინის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტიდან რამდეიმე დღეში სრულდება.

კომენტარები