შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: კილოობით ნარკოტიკი მაღალტემპერატურულ ღუმელში გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუდმივმოქმედმა კომისიამ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

საუბარია შემდეგ ნარკოტიკებზე:

  • 12 კილო და 900 გრამი კოკაინი;
  • 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი;
  • 1343 აბი „სუბუტექსი;
  • კოდეინის შემცველი 2863 აბი;
  • 14 კილო და 425 გრამი კანაფი;
  • 14 კილო და 456 გრამი მარიხუანა;
  • 25,6 გრამი მეტადონი;
  • 797 აბი „მდმა“;
  • 1820 აბი „ტრამადოლი“;

ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

კომენტარები