დონალდ ტრამპი

ტრამპი ტეხასის აღსადგენად მილიონიან დონაციას გააკეთებს

AFP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტიქიით დაზარალებული რეგიონის აღსადგენად საკუთარი სახსრებიდან ერთ მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავს. თეთრი სახლის განცხადებით ჯერ არ არის განსაზღვრული რომელი ჯგუფი მიიღებს ამ კონტრიბუციას.

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის თქმით „პრეზიდენტს სურს შეუერთდეს იმ ძალისხმევას, რასაც ქვეყნის მასშტაბით მრავალი ადამიანის მხრიდან ვხედავთ.“

მედიასთან შეხვედრისას მან ჟურნალისტებს სთხოვა სტიქიის ზონაში მომუშავე ორგანიზაციებისა და ჯგუფების შესახებ რჩევები მიეწოდებიანთ.

სანდერსის თქმით ის დაზუსტებით არ იცის ეს თანხა ტრამპის ქონებიდან იქნება, თუ ტრამპის ორგანიზაციის სახსრებიდან, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს პრეზიდენტის პირადი თანხები იქნება.

კომენტარები