რუსეთი

რუსეთში შენობებში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ცნობები ვრცელდება

BBC

ბოლო დღეების მანძილზე რუსეთის რამდენიმე ქალაქში შენობების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ანონიმური ზარები იყო, რომლებიც შენობებში ბომბის არსებობის შესახებ იუწყებოდა. ზარები კვირას დაიწყო და მათ გამო კრასნოიარსკში, ნოვოსიბირსკში, სტავროპოლში, ჩელიაბინსკში, ომსკში და კალინინგრადში სავაჭრო ცენტრების, სკოლების და რკინიგზის სადგურების ევაკუაცია განხორციელდა.

გუშინ მსგავსი ზარები მიიღეს მოსკოვშიც, სადაც წითელ მოედანთან ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრის ევაკუაცია მოხდა. შენობებში ბომბების არსებობის თაობაზე ყველა ცნობა მცდარი აღმოჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება წყაროს დასადგენად.

ზოგიერთი ვარაუდით ზარები საზღვარგარეთიდან განხორციელდა. რუსულ გაზეთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიზეზი ჰაკერების თავდასხმაა, რომელიც შესაძლოა უკრაინიდან მოდიოდეს. უსაფრთხოების ძალები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდებენ.

კომენტარები