ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაძალადევის რაიონში ნაციონალური მოძრაობის ოფისი გაქურდეს და დაარბიეს

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, დღეს საღამოს ნაძალადევის რაიონში მათი ოფისი გაქურდეს, რის შედეგადაც წაიღეს კომპიუტერები და სკანერი. ამასთან, დამტვრეულია ავეჯიც.

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტაბულასთან საუბრისას ფაქტს ვანდალიზმად აფასებს.

"დარბეულია ოფისი მთლიანად, გადმოყრილია სკამები, მაგიდები, ჭურჭლები, შაქარი და ყავაცც კი. ქურდობა ერთი და, ვფიქრობ, ვანდალიზმთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ მთელი ოფისი დანგრეულია. დოკუმენტები არ წაუღიათ, რადგან ამ ოფისში არ გვქონდა დატოვებული,"- ამბობს რეზო სულუხია.  

შინაგან საქმეთა ინფორმაციით, უწყებას გამოძიება უკვე დაწყებულია აქვს ის ქურდობის, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები