ავტოავარია

ავტოავარია რუსთავში - დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით „ჰონდას" მარკის ავტომანქანა მეგობრობის გამზირზე შოთა რუსთაველის ძეგლის ჯებირს შეეჯახა და ამოტრიალდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები