რუსეთი

Instagram-ის ფოტოებისთვის მოსკოვში ადამიანები გაჩერებულ, კერძო თვითმფრინავს ქირაობენ

0 კომენტარი

Instagram-ის ვარსკვლავების უმეტესობას, როგორც მინიმუმ ერთი გლამურული ფოტო მაინც აქვთ გადაღებული კერძო თვითმფრინავში. 

ახლა კი უკვე ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ, რომ მსგავსი ფოტოები გადაიღონ და მთელი ინსტაგრამი მოატყუონ, თითქოს თვითონაც ისე მდიდრულად ცხოვრობენ, როგორც ვარსკვლავები. 

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში არსებობს კომპანია, სახელწოდებით კერძო თვითმფრინავების სტუდია, სადაც მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ 14 000 რუსულ რუბლად ($244) კერძო ფოტოგრაფი დაიქირავონ და თვითმფრინავზე გლამურული ფოტოსესია მოიწყონ. თუკი მათ პერსონალური ფოტოგრაფი არ სურთ, მხოლოდ თვითმფრინავის დაქირავება 11 000 რუბლი ღირს ($191). 

თუკი ვიდეოს გადაღებასაც მოინდომებთ, 2 საათში 25 000 რუბლის ($434) გადახდა მოგიწევთ. 

აქვე შეგიძლიათ დაიქირავოთ თმისა და მაკიაჟის პროფესიონალები, რათა თქვენი გარეგნობა ვარსკვლავებისას დაამსგავსონ.

ფოტოები ისეა გადაღებული, თითქოს ისინი ცაში არიან, სინამდვილეში კი თვითმფრინავი მთელი დროის მანძილზე მიწაზე დგას. 

სტუმრებს ასევე შეუძლიათ შეუკვეთონ შამპანური, სანამ "არაჩვეულებრივი ხედით ტკბებიან". 

ხალხს ბორტზე ძაღლებიც კი აჰყავს. 

ამ ვიდეოში ჩანს ვარცხნილობისა და მაკიაჟის მოსამზადებელი ეტაპები. 

ძალიან გლამურულია. 

ნუ, ამათ სულ ოდნავ ზედმეტი მოუვიდათ. 

ვიღაცები სადა გარემოს ანიჭებენ უპირატესობას. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უდუმაშვილი: ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლო კანდიდატისას

კომენტარები