ტურიზმი

კალაძე: რიყის ამფითეატრი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ასე გაგრძელება არ შეიძლება

რიყის კომპლექსი
flickr.com

"ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, თუ რას განვახორციელებთ. ჯერ იდეა არ გვაქვს. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", - ინტერპრესნიუსთან საუბარში განაცხადა თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ.

თბილისში რიყის კომპლექსის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, ის 2012 წელს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ პროექტის განვითარება ეტაპობრივად შეაჩერა.

უკვე რამდენიმე წელია, რიყის კომპლექსი ტურისტებისთვის მხოლოდ ფასადოვანი ატრაქციაა. პროექტის ინტერიერის განვითარება დაკონსერვებულია. მის მშენებლობაზე თავის დროზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2016 წლის სექტემბერში ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ კომპლექსის დასრულებისთვის €35-€40 მილიონი ევროა საჭირო.

"საკმაოდ კაპიტალტევადი პროექტია და ჩვენი გათვლებით, დასასრულებლად საჭიროა 35-დან 40 მილიონ ევრომდე. ჩვენ ვუყურებთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც დღეს არსებობს. მათ შორის ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ როგორ შეიძლება პროექტი განვითარდეს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები