კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

მარგველაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-სა და პრემიერმინისტრს მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა.ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინიტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით პრეზიდენტის წერილში აღნიშნულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"მინდა დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი კავშირები და საერთო ღირებულებები იმ წარმატებული ურთიერთობების მტკიცე საფუძველია, რომლებსაც საქართველო და ესპანეთის სამეფო დღეს ავითარებენ. სწორედ ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სეპარატიზმის საფრთხე კარგად არის ნაცნობი საქართველოსათვის. დამოუკიდებლობისაღდგენის დღიდან ჩემი ქვეყანა იბრძვის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვა დასაერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა შესაძლებელს გახდის არსებული პრობლემებისდარეგულირებას. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენდა ესპანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, - აღნიშნულია წერილში.

რამდენიმე კვირის წინ კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარი დაუჭირა

კატალონიის ავტონომიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების საპასუხოდ ესპანეთის სენატმა რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კი კატალონიის ავტონომიის მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა. რახოიმ ეს გადაწყვეტილება სენატის მიერ კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერების შემდგომ მიიღო. "ამ ნაბიჯით კატალონიაში სტაბილურობა აღდგება",- განაცხადა რახოიმ.

კომენტარები