საქართველო-ესტონეთი

ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა

NY Daily News

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს, კერსტი კალიულაიდისა და მის მეუღლეს ქუთაისში უმასპინძლა.

ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში პრეზიდენტებმა სათაფლიის ეროვნული ნაკრძალი დაათვალიერეს და ღვინის დეგუსტაციას დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ კერსტი კალიულაიდი გიორგი მარგველაშვილთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.

კომენტარები