ისრაელის არმიის ინფორმაციით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლეს. ორივე მათგანი ისრაელის ტერიტორიამდე მიღწევამდე ჩამოვარდა.
რაკეტების გასროლაზე პასუხისმგებლობა ჯიჰადისტურმა სალაფიტურმა დაჯგუფება ალ-თავჰიდის ბრიგადებმა აიღო.
დღის მანძილზე ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილის მოსაზღვრე ტერიტორიებზე სირენების ხმა ისმის. ღაზას სექტორში პალესტინელები დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ოფიციალურ გამოცხადებას აპროტესტებენ.