ავტოავარია

პრაღაში ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 48

ABC news

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 48, მათგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალნენ.

მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად.

კომენტარები