საფრანგეთი

საფრანგეთში, ქუჩაში ქალის შევიწროვებისთვის, კაცები შესაძლოა €90-თი დაჯარიმდნენ

0 კომენტარი
ფოტო: Jean Francois Gornet/Flickr

საფრანგეთში, ქუჩაში ქალის შევიწროვებისთვის, კაცები შესაძლოა €90-თი დაჯარიმდნენ. უფრო კონკრეტულად კი, ის კაცები, რომლებიც ხმამაღლა, უხამს კომენტარებს გააკეთებენ ქალთა მიმართ, უკან აედევნებიან მათ ან გზას გადაუღობავენ, დაჯარიმდებიან.

კანონის დამრღვევს, რომელიც ჯარიმას მაშინვე გადაიხდის, €90-ს გადახდა მოუწევს, თუ ჯარიმას 15 დღის ვადაში დაფარავს € 200-ს გადაიხდის, ხოლო 15 დღის გასვლის შემთხვევაში €350-ს.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული კანონმდებლობა საჯარო სივრცეში ქალთა თავისუფლად და უსაფრთხო გადაადგილებას ემსახურება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები