საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე: შესაძლოა, 10-15 წელიწადში ირანთან ომში ვიყოთ

პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი
Reuters

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა the Wall Street Journal-თან ინტერვიუში თქვა, რომ თუ სანქციები შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა, 10-15 წელიწადში ირანთან ომი დაიწყოს.

მუჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირანისათვის სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრა.

მან ირანი არაბული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ რომ არა 2015 წელს იემენში საერთაშორისოდ აღიარებული ხელისუფლების მხარეს საუდის არაბეთის ჩარევა, ახლა ქვეყანა ჰუსიტებს და ალ-ქაიდას ექნებოდათ განაწილებული.

მუჰამედ ბინ სალმანის თქმით ირანის ბირთვული შეთანხმება ქვეყანას ბირთვული იარაღის შემნაში ხელს არ შეუშლის.

"ამის გადადება და იმის ყურება, თუ როგორ ქმნიან ამ ბომბს, ეს ნიშნავს, რომ ელოდები როდის მოაღწევს ტყვია შენს თავამდე." თქვა მან.

CBS-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ თუ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, საუდის არაბეთიც იმუშავებს ამაზე.

"საუდის არაბეთს არ სურს ატომური ბომბი ქონა, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ თუ ირანი შექმნის ატომურ ბომბს, ჩვენც გავაკეთებთ ამას შესაძლო უმოკლეს ვადაში."

კომენტარები