სომხეთი

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტზე მეორედ წარადგინეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

პარტია "ელკ"-ის თავმჯდომარე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტის 41-მა წევრმა წარადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ცნობით, მმართველი პარტია ოპოზიციის კანდიდატის დანიშვნას დათანხმდა.

მის კანდიდატურას პარლამენტი 8 მაისს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე ფაშინიანის კანდიდატურას კენჭი 1 მაისსაც უყარეს, თუმცა პარლამენტმა 55 ხმით 45-ის წინააღმდეგ, ფაშინიანის კანდიდატურა ჩააგდო. შედეგად სომხეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა. მომიტინგეებმა დედაქალაქ ერევნისაკენ მიმავალი გზები და აეროპორტის გზა გადაკეტეს.

სომხეთის პრემიერმინისტრის ხელახლა კენჭისყრა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 23 აპრილს სერჟ სარგსიანი, საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა.

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები