საფრანგეთი

მაკრონის მთავრობამ პარლამენტში ადგილების 30%-ით შემცირების გეგმა შეიმუშავა

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მთავრობამ ჩამოაყალიბა გეგმა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 30%-ით შემცირდება.

გეგმის მიხედვით, პარლამენტის ქვედა პალატაში, ეროვნულ ასამბლეაში ადგილების რაოდენობა 577-დან 404-მდე შემცირდება, ხოლო სენატში 348-დან 243-მდე.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, ედუარდ ფილიპის თქმით გეგმა დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო პროცედურებს გაამარტივებს და დებატების დროს შეამცირებს. მაგალითად, ყოველწლიური ბიუჯეტის დამტკიცების ვადა 70-დან 50 დღემდე შემცირდება.

რეფორმა 2022 წლამდე პროპორციული წარმომადგენლობის ნაწილობრივ დანერგვით მცირე პარტიებს საშუალებას მისცემს პარლამენტის ქვედა პალატაში მეტი ადგილი მოიპოვონ.

გარდა ამისა, არჩეულ ოფიციალურ პირებს ერთსა და იმავე თანამდებობაზე კენჭისყრა მხოლოდ სამჯერ შეეძლებათ. გამონაკლისს პატარა ქალაქების მერები წარმოადგენენ.

საპარლამენტო რეფორმა მაკრონის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა.

კომენტარები