სომხეთი

გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს პრემიერმინისტრად არჩევას ულოცავს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Twitter-ის მიკრობლოგის საშუალებით ნიკოლ ფაშინიანს პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცა.

"მივულოცავ სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს თქვენს მომავალ საქმიანობაში. საქართველო მეგობარ სომხეთს მხარს უჭერს და გვერდში უდგას. მჯერა, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები და მეგობრობა, კიდევ უფრო გაღრმავდება", - წერია კვირიკაშვილის მილოცვაში.

პარლამენტში გამართულ არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანს მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, მას გამარჯვებისთვის 53 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები