TI-ის კვლევა: მოსახლეობის 59%-ის აზრით, რამე გვეშველება

noflytripping.wordpress.com

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 59%-ს იმედი აქვს, რომ რამე გვეშველება. 

კითხვაზე, "თქვენი აზრით, გვეშველება თუ არა რამე?", 59% პასუხობს, რომ დიახ. 30%-ის აზრით, არ გვეშველება, ხოლო 11%-მა არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.

წაიკითხეთ ამავე თემაზე - 

TI-ის კვლევა: ივანიშვილის დაბრუნებამდე, 69% თვლიდა, რომ ის პოლიტიკაში ჩართული იყო

TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ

TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არსებობს

TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, პირს არ უნდა აპატიმრებდნენ

TI-ის კვლევა: 58%-ის აზრით, სასამართლო სისტემა ქართული ოცნების გავლენის ქვეშაა

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კომენტარები