იტალია

იტალიაში სამთავრობო კოალიცია შეიქმნა, პრემიერმინისტრი კვლავ ჯუზეპე კონტეა

0 კომენტარი
ჯუზეპე კონტე და სერჯო მატარელა ფოტო: AFP

იტალიაში "ჩრდილოეთის ლიგის" და "5 ვარსკვლავის მოძრაობის" პარტიები სამთავრობო კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.

პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ ჯუზეპე კონტე შეირჩა, ხოლო კონტეს მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ამჯერად მხარი დაუჭირა.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შედიან როგორც "ჩრდილოეთის ლიგის", ასევე "5 ვარსკვლავის მოძრაობის" წარმომადგენლები.

ამჯერად კონტემ ეკონომინიკის მინისტრის პოსტზე ეკონომიკის პროფესორის, ჯოვანი ტრიას კანდიდატურა წამოაყენა, რასაც პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა. პაოლო სავონა ევროპულ საქმეთა სამინისტროს გაუძღვება.

"ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერი, მატეო სალვინი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო "5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერი ლუიჯი დი მაიო ვაჭრობის და ინდუსტრიის მინისტრის პოსტს. საგარეო საქმეთა მინისტრი დამოუკიდებელი კანდიდატი ენცო მოავერო მილანესი იქნება, რომელიც ამ დრომდე ევროპულ საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ელიზაბეტა ტრენტა დაამტკიცეს, რომელიც "5 ვარსკვლავის მოძრაობას" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული პარტიების, "ჩრდილოეთის ლიგის" და "5 ვარსკვლავის მოძრაობის" მიერ წამოყენებულმა ჯუზეპე კონტემ, რომლის კანდიდატურას სერჯო მატარელამ მხარი დაუჭირა, თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი მატარელას მიერ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოსტზე კონტეს წამოყენებული კანდიდატის დაწუნება გახდა.

მინისტრთა კაბინეტის შედგენისას ჯუზეპე კონტემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე პაოლო სავონას კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა პრეზიდენტმა მის ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადო. 81 წლის სავონა ვაჭრობის და ინდუსტრიის ყოფილი მინისტრია, რომელიც იტალიის ევროზონაში შესვლას "ისტორიულ შეცდომას" უწოდებს.

შედეგად, სამთავრობო კოალიციის შექმნის მოლაპარაკება ჩაიშალა. მატარელამ პრემიერმინისტრის პოსტზე დროებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ჩინოსანი, ეკონომისტი კარლო კოტარელი დანიშნა, თუმცა პარტიებს კოალიციის შესაქმნელად დამატებითი დრო მისცა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები