მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში

უცხოელებთან გადაღებული ფოტოების გამო რუს ქალებს ექსტრემისტები ემუქრებიან

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული ბრაზილიელი გულშემატკივრების უკბილო ხუმრობების გამო, რუს ქალებს ადგილობრივი ექსტრემისტული ჯგუფებები ემუქრებიან.

ბრაზილიელმა ფანებმა ადგილობრივ ქალებთან ერთად ვიდეოები გადაიღეს, სადაც ისინი რუს გოგონებს მათთვის უცნობ პორტუგალიურ ენაზე უხამს სიტყვებს ამეორებინებდნენ.

ფოტო: BBC

ქალებს, რომლებიც ვიდეოში ჩანან, დამცინავი კომენტარების, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და კიბერბულინგის გარდა, რუსული ექსტრემისტული ჯგუფების აგრესიასთანაც უწევთ გამკლავება.

კიბერ შეტევები რუსი გოგონების სოციალურ ქსელებზე მიმდინარეობს- instagram-სა და, მათ შორის, რუსულ Vkontakte-ზეც. ზოგიერთმა მკვლელობის მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მიიღო.

ფოტო: BBC

ამ საკითხს არა მარტო სოციალურ ქსელებში, არამედ რუსულ სატელევიზიო მედიასა და ჟურნალებშიც გამოეხმაურნენ. Моско́вский комсомо́лец-მა სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "კახპების დრო: რუსებმა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეარცხვინეს საკუთარი თავი და ქვეყანა".

მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რუსმა დეპუტატმა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებული საკითხებს ზედამხედველობს, რუს ქალებს ურჩია, არ ჰქონოდათ სექსი ტურისტებთან.

ეს რჩევა თამარა პლეტნიოვამ მსმენელს მოსკოვის რადიოში, 13 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მისცა.

დეპუტატის მოწოდება კრემლმა არ გაიზიარა - "რუსი ქალები თვითონ გადაწყვეტენ, როგორი ურთიერთობა ექნებათ უცხოელ გულშემატკივართან, რომლებიც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვიდნენ" - თქვა პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები