ვლადიმირ პუტინი

პუტინი: მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობამ რუსეთზე არსებული სტერეოტიპები დაანგრია

Reuters

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობამ რუსეთის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია.

FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან და ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავებთან კრემლში შეხვედრისას პუტინმა თქვა, რომ სტერეოტიპების მსხვრევას ხელი შეუწყო რუსეთის მასპინძლობის სოციალურ მედიაში გაშუქებამ.

"ხალხმა ნახა, რომ რუსეთი სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მეგობრული მათთვის, ვინც აქ ჩამოდის." "დარწმუნებული ვარ, რომ ჩამოსულთა უმეტესობა საუკეთესო მოგონებიებით და გრძნობებით დატოვებს ჩვენს ქვეყანას და კიდევ ბევრჯერ დაბრუნდება." თქვა მან.

"მეუბნებიან, რომ წითელ მოედანზე ხალხი და პოლიცია იღიმის." უპასუხა მას FIFA-ს პრეზიდენტმა.

FIFA-მ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია რუსი ფანების დისკრიმინაციული ბანერების გამო 10,000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა. ასევე დაჯარიმდნენ სერბები "პოლიტიკური და შეურაცხმყოფელი" ბანერის გამო და მექსიკელი გულშემატკივრები შვედეთთან მატჩის დროს ხალხში სხვადასხვა ნივთების სროლის გამო.

რუსეთის ნაკრები მეოთხედფინალურ მატჩს ხვალ სოჭში ხორვატიის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები