სტიქია ჭუბერში

ჭუბერში სამხედრო ძალების გამოყენებაზე პარლამენტის რიგგარეშე სესია დღეს გაიმართება

სასჯელაღსრულების სამინისტრო

ჭუბერში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამხედრო ძალების და ტექნიკის გამოყენების საკითხს დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. სამხედრო ძალების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს, გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი ბრძანება გუშინ გამოსცა. 

ბრძანება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. რიგგარეშე სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული.

5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ადიდებულმა მდინარემ ორი სახლიც წაიღო. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა. 

კომენტარები