მთავარი პროკურორობის კანდიდატი

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი. თადუმაძეს მხარი საბჭოს წევრებმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირეს. 12 ხმა არცერთის წინააღმდეგ. 

საპროკურორო საბჭოში სულ 15 წევრია, სხდომას დრეს მხოლოდ 13 ესწრებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის მინისტრმა. 

დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ. კახიძის მოთხოვნა იყო, რომ კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთის ღია ყოფილიყო, რაც საბჭომ არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ მტავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილმა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, ეს ფორმალური პროცესი იყო და წინასწარ იყო გადაწყვეტილი რომ საბჭო მხარს შალვა თადუმაძეს დაუჭერდა. 

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

შავგულის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, საბჭომ ორ კანდიდატს მოუსმინა, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა.  შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაშია დანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა. 

კომენტარები