საქართველოს პარლამენტი

"შე მაიმუნო ქალო" - ბესელია და ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა და ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია. ტრიბუნაზე გამოსვლისას ეკა ბესელიამ თინა ბოკუჩავას უთხრა, რომ "მაშინ, როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემი ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, შენ, თინა ბოკუჩავას ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჩუქრად რატომ გიგზავნიდა".

ბრალდებას ბოკუჩავამ ცილისწამება უწოდა და პასუხის გაცემა მოითხოვა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მას მიკროფონის ჩართვის უფლება არ ჰქონდა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. ბოკუჩავას პროტესტი შესვენების დროსაც გაგრძელდა, ის ბესელიასთან მივიდა და სიტყვიერად ეკამათა, რაც პარლამენტის საიტმა გათიშა. ბოკუჩავამ ბესელიას "სამარცხვინო" და "მაიმუნი ქალი" უწოდა.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=14&v=eopWLvpuCSE]

სიტუაციის განსამუხტად დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა.

კომენტარები