შვედეთი

შვედეთის პოლიციამ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სათამაშო იარაღის გამო მოკლა

Getty

შვედეთის პოლიციამ დაუნის სინდრომის მქონე 20 წლის მამაკაცი მოკლა, რადგან სათამაშო იარაღი, რომელიც მას ეჭირა, ნამდვილი ეგონათ.

მოკლულის ოჯახის მიხედვით დაუნის სინდრომთან ერთად ერიკს აუტიზმი და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემებიც დაუდგინდა.

მოკლულის მამის თქმით მან სახლი ღამით დატოვა და თან სათამაშო იარაღი წაიღო.

"გამეღვიძა და აღმოვაჩინე, რომ ერიკი სახლში აღარ იყო. გარეთ გავედი მის მოსაძებნად და ქუჩაში პოლიციის მანქანები დავინახე." თქვა მან.

ერიკ ტორელის ცეცხლი სამმა პოლიციელმა გაუხსნა, რომლებიც მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ერიკმა მათ სათამაშო იარაღი აჩვენა. ერიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მიმდინარეობს გამოძიება ოფიცრების მხრიდან ინციდენტზე რეაგირების შესასწავლად.

კომენტარები