ტურიზმი

ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში თბილისის აეროპორტის გავლით შემოდის

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

2017 წლის 7 თვეში საქართველოში როკორდული რაოდენობის - 4.6 მილიონი უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს 2017 წლის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება და მთლიანად მეტია ვიზიტორთა იმ რაოდენობაზე, ვინც საქართველოს 2012 წლის 12 თვის განმავლობაში სტუმრობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს მთავარი საერთაშორისო კარიბჭე თბილისის საერთაშორისო აეროპორტია. ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან ყველაზე მეტი სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზღვარს გადის. 

სასაზღვრო პუნქტების მიხედვით, ვიზიტორთა სტატისტიკა ასეთია:

  1. თბილისის აეროპორტი - 753,958, ზრდა წინა წელთან 29%
  2. სარფი - 737,565, ზრდა წინა წელთან 25%
  3. წითელი ხიდი - 590,204, ზრდა წინა წელთან 9%
  4. ყაზბეგი - 589,230, ზრდა წინა წელთან 10%
  5. სადახლო - 526,966, ზრდა წინა წელთან 7%
  6. ბათუმის აეროპორტი - 114,836, ზრდა წინა წელთან 32%
  7. ცოდნის გამშვები პუნქტი - 113,141, ზრდა წინა წელთან 1%
  8. ნინოწმინდა - 92,242, კლება წინა წელთან 1%
  9. ვალე - 74,362, კლება წინა წელთან 1%
  10. ქუთაისის აეროპორტი - 71,226, ზრდა წინა წელთან 10%

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები