აშშ-ირანი

აშშ-მა ირანს 2015 წელს მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა

ჰასან როუჰანი, დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-მა ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წლის შეთანხმების დატოვების და სანქციების აღდგენის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში მიიღო.

სანქიები მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.

4 ნოემბრამდე, შესაძლოა, ირანს ახალი სანქციებიც დაუწესდეს, რომელიც ირანული ნავთობსა და საბანკო სექტორზე სანქციებს მოიცავს.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ აშშ-ის ნაბიჯი "ფსიქოლოგიურ ომად" შეაფასა, რომელიც ირანელი ხალხის დაყოფას ემსახურება.

"ჩვენი სისტემა სტაბილურია, ჩვენ ერთად ვდგავართ." თქვა მან.

კომენტარები