დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი სამხედრო აღლუმი 2019 წლამდე გადაიდო

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: AP

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილი სამხედრო აღლუმი გადაიდო. აღლუმი ვაშინგტონში 11 ნოემბერს, ვეტერანების დღეს იგეგმებოდა, თუმცა მისი ჩატარება მომდევნო წლისთვის გადაიდო.

გავრცელებული ცნობით აღლუმი თავდაპირველ გათვლებზე სამჯერ უფრო ძვირი ჯდება და მისი გამართვის ხარჯები 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პენტაგონს ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო აღლუმის ორგანიზება თებერვლის დასაწყისში დაავალა.

გავრცელებული ცნობით პრეზიდენტზე შთაბეჭდილება საფრანგეთში ბასტილიის დღეს გამართულმა აღლუმმა მოახდინა რომელსაც ოფიციალური ვიზიტის დროს დაესწრო. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ყველაზე დიდებული აღლუმი იყო, რაც კი უნახავს და მათ უნდა სცადონ აჯობონ ამას. გასულ სექტემბერს ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო აღლუმის გამართვა 4 ივლისს სურდა. აღლუმში ტანკების მონაწილეობა ვაშინგტონის ინფრასტრუქტურისათვის ზიანის ასარიდებლად გამოირიცხა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები