ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ჯეიმს კერვინმა აფხაზეთის მიტოვებული ადგილები გადაიღო.
"წლების განმავლობაში მსურდა საქართველოში მოგზაურობა, საუკეთესო დროსა და მოგზაურობის კარგად დაგეგმვას ველოდებოდი. დაახლოებით 3 თვე დამჭირდა ამ მოგზაურობისთვის მოსამზადებლად.
ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული ვიყავი მიტოვებული სანატორიუმების გადაღებით. აღმოვაჩინე, რომ აფხაზეთის ომი ჯერ კიდევ ცოცხალია ადამიანებში. ეს ისტორია მსხვრევად, კორუფციულ და არასამართლიან გარემოს ქმნის", - წერს ფოტოგრაფი.