რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩინეთის საზღვართან მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დაესწრო.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი არმია და ფლოტი ასეთ რთულ და მასშტაბურ წვრთნებს ასრულებს.
რუსეთის მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა. ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება აგრესიული გეგმები. ჩვენი საგარეო პოლიტიკა განკუთვნილია ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსთან პროდუქტიული თანამშრომლობისათვის. ამიტომ აკვირდება ამ წვრთნებს 87 დამკვირვებელი 59 ქვეყნიდან.
რუსეთის სამხედრო პერსონალს მინდა ვუთხრა, რომ რუსეთის, ჩვენი სამშობლოს მიმართ ჩვენი ვალია ვიყოთ მზად მისი და მისი მოკავშირეების სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა დ ეროვნული ინტერესების დასაცავად.
სორედ ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შეიარაღებული ძალები, მოვამარაგოთ ის უახლესი იარაღითა და აღჭურვილობით და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო თანამშრომლობას." თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები Vostok-2018 დაიწყო. წვრთნები ჩინეთის საზღვართან იმართება და მასში მონაწილეობას 300,000 სამხედრო იღებს.
გაიმართება ჩინეთის არმიასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც, რომელშიც ჩინეთის არმიის 3,200 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.