სირია

სირიის სარაკეტო სისტემამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

Getty Images

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით სირიის სარაკეტო სისტემამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომლის ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი, სავარაუდოდ, სირიის სანაპიროდან 35 კილომეტრში, ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა და ამჟამად მის ნაწილებს ეძებენ.

სამინისტრო მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს. მათი თქმით ისრაელის "უპასუხისმგებლო ქმედებების გამო" მათმა პილოტებმა თვითმფრინავი სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის გზაზე "გამიზნული პროვოკაციის" მიზნით მოაქციეს.

სირიის წარმომადგენლების თქმით მათ სანაპიროს მხრიდან შემომავალი რაკეტების მიმართულებით გაისროლეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავების პილოტებმა სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელებისას რუსული თვითმფრინავი საფარად გამოიყენეს.

პენტაგონის წარმომადგენლების თქმით რაკეტები მათ არ გაუსროლიათ და შესაძლოა სირიულმა სისტემებმა შემთხვევით ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, რომელიც ჰმეიმის სამხედრო ბაზაზე ბრუნდებოდა. ისრაელი შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები