დონალდ ტრამპი

ნახატი თეთრ სახლში, სადაც ტრამპი კოკა-კოლას რესპუბლიკელ ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად სვამს

www.independent.co.uk

კვირას, პრეზიდენტ ტრამპის CBS news-თან მიცემული ინტერვიუს დროს, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, ჟურნალისტების ყურადღება კედელზე დაკიდებულმა ნახატმა მიიქცია.


ფოტო: www.thedailybeast.com

მასზე ტრამპი ძველ რესპუბლიკელ პრეზიდენტებთან ერთადაა დახატული. მრგვალი მაგიდის ირგვლივ რონალდ რეიგანი, აბრაამ ლინკოლნი, რიჩარდ ნიქსონი, ჯერალდ ფორდი, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში, დუაიტ ეიზენჰაუერი, თეოდორ რუზველტი და უმცროსი ჯორჯ ბუში სხედან.

ნახატი, რომელსაც “რესპუბლიკელების კლუბი” ჰქვია, ენდი ტომასის დახატულია. მხატვარმა Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აღფრთოვანებული იყო, როდესაც თავისი ნახატი თეთრ სახლის კედელზე აღმოაჩინა.

ენდი ტომასს არა ერთი ნახატი აქვს შესრულებული აშშ-ის ისტორიულ მოვლენებზე, მათ შორის სამოქალაქო ომსა და პრეზიდენტებზე. მხატვარს დახატული ჰყავს დემოკრატი პრეზიდენტებიც.


ფოტო: www.andythomas.com

იანვარში, ტრამპმა გუგენჰაიმის მუზეუმიდან, ნიუ იორკში, ვან გოგის ნახატის “პეიზაჟი თოვლით” წამოღება ითხოვა. მუზეუმმა პრეზიდენტს უარი უთხრა, თუმცა მათი კოლექციიდან ოქროს ტუალეტის წაღება შესთავაზა.


ფოტო: www.npr.org

კომენტარები