სომხეთი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი თანამდებობიდან გადადგა

ნიკოლ პაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების შესახებ მან ეროვნული ტელევიზიის ეთერში განაცხადა. გადადგომის მიზეზი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა, რომელიც იმ შემთხვევაში იმართება, თუ პრემიერ-მინისტრი გადადგება და პარლამენტი მას სხვა კანდიდატით ორი კვირის განმავლობაში ვერ ჩაანაცვლებს. პაშინიანის თქმით, მან დაარწმუნა ოპონენტები, რომ არ წარადგინონ სხვა კანდიდატი. პაშინიანი ასევე აცხადებს, რომ მზადაა წინ გაუძღვეს მთავრობას, თუ მისი პარტია არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს. 

პაშინიანი ოპოზიციის ყოფილი ლიდერია და თანამდებობა მაისში დაიკავა, როცა პროტესტების შედეგად მისი წინამორბედი, სერჟ სარქისიანი გადადგა.კონსტიტუციის თანახმად ვადამდელი არჩევნები არანაკლებ 30 დღეში და არაუმეტეს 45 დღეში უნდა გაიმართოს. 

კომენტარები