დონალდ ტრამპი

ტრამპი მაკრონს: პარიზში გერმანულის სწავლას იწყებდნენ, სანამ აშშ [მსოფლიო ომში] ჩაერეოდა

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა. მან მაკრონი გააკრიტიკა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტმა წამოაყენა ინიციატივა შეიქმნას ევროპის არმია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის, ჩინეთის და მათ შორის აშშ-საგან შესაძლო საფრთხეებისგან დაიცავს. პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავზე გამართულ ღონისძიებაზე მაკრონმა ისიც თქვა, რომ ნაციონალიზმი პატრიოტიზმის საწინააღმდეგოა:

"იმის თქმით, რომ ჩვენი ინტერესები ყველაზე წინ დგას და სხვები არ გვაინტერესებს, თქვენ დაღს ასვამთ ერისათვის ყველაზე ძვირფასს - მის მორალურ ღირებულებებს." თქვა მან.

"ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით აშშ-ს, ჩინეთის და რუსეთისაგან ევროპის დასაცავად საკუთარი არმია შექმნან. მაგრამ გერმანია იყო პირველ და მეორე მსოფლიო ომებში - როგორ იმუშავა ამან საფრანგეთისთვის? პარიზში გერმანულის სწავლას იწყებდნენ, სანამ აშშ ჩაერეოდა. გადაიხადეთ ნატოსთვის, ან არა!" - დაწერა ტრამპმა

"რაც შეეხება ვაჭრობას, საფრანგეთი შესანიშნავ ღვინოს ამზადებს, მაგრამ ასევეა აშშ-ც. პრობლემა ისაა, რომ საფრანგეთი აშშ-სათვის ამერიკული ღვინის საფრანგეთში გაყიდვას ართულებს და დიდ ტარიფებს აწესებს მაშინ, როდესაც აშშ ფრანგული ღვინისათვის ამარტივებს და დაბალი ტარიფები აქვს. უსამართლობაა, უნდა შეიცვალოს!"

"პრობლემა ისაა, რომ ემანუელს დაბალი რეიტინგი აქვს საფრანგეთში, 26%, და უმუშევრობა თითქმის 10%-ზეა. ის ცდილობდა სხვა თემაზე გადაეტანა ყურადღება. სხვათა შორის, საფრანგეთზე უფრო ნაციონალისტური ქვეყანა არ არსებობს, ძალიან ამაყი ხალხია - და სამართლიანადაც!" 

"გახადეთ საფრანგეთი უფრო დიდებული!"

ტრამპი მათაც გამოეხმაურა, ვინც ის იმის გამო გააკრიტიკა, რომ საფრანგეთში პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა სასაფლაოზე ცუდი ამინდის გამო არ წავიდა:

"სხვათა შორის, როდესაც ვერტმფრენი არ აფრინდა ნულოვანი ხილვადობის გამო, რათა საფრანგეთში სასაფლაოზე წავსულიყავი, შევთავაზე მანქანით წასვლა. უსაფრთხოების სამსახურმა უარი მითხრა, ძალიან შორს იყო აეროპორტიდან და დიდ შეფერხებას გამოიწვევდა პარიზის ქუჩებში. მეორე დღეს ამერიკის სასაფლაოზე თავსხმაში მქონდა გამოსვლა და ცრუ მედიამ ეს არ გააშუქა!"

კომენტარები