აშშ-საქართველო

დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ოფიციალურ წერილს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

"გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კეთილდღეობას, დემოკრატიულ განვითარებასა და მეტ ინტეგრაციას დასავლეთში.

ველი, რომ აშშ და საქართველო გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას მთელ რიგ საკითხებში - მათ შორის, ჩვენი ფართო უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით. ასევე, ვრჩებით მადლიერი თქვენი ქვეყნის კონტრიბუციის და ჯარისკაცების გაწეული უმნიშვნელოვანესი მსხვერპლის გამო NATO-ს ავღანეთის მისიაში" - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები