საფრანგეთი

საფრანგეთში მომიტინგეები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ

0 კომენტარი
ფოტო: EPA

საფრანგეთში "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციები განახლდა. მომიტინგეები სამთავრობო შენობაში შეიჭრნენ.

მთავრობის სპიკერს შენობის დატოვება საევაკუაციო გასასვლელით მოუხდა, რადგან მომიტინგეებმა შენობის შესასვლელი შეანგრიეს.

მომიტინგეებსა და სამართალდაცველებს შორის შეტაკებები მოხდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ძალადობა დაგმო და მოსახლეობას დიალოგისაკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შაბათს საფრანგეთის მასშტაბით აქციებზე 50,000-მდე ადმიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა 7 ადამიანი. დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება. მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს. მისი რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები