აშშ

ტრამპი ყოველწლიური მიმართვისათვის კონგრესის წინაშე 5 თებერვალს წარდგება

0 კომენტარი
ნენსი პელოსი / დონალდ ტრამპი ფოტო: NBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიწვევა ყოველწლიური მიმართვის ჩატარების თაობაზე.

ტრამპი კონგრესში 5 თებერვალს წარდგება.

შეგახსენებთ, რომ მიმართვა მთავრობის დახურვის გამო გადაიდო. ნენსი პელოსიმ ტრამპი კონგრესში არ მიიწვია და უთხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა მიმართვა გადაედო, ან წერილობითი სახით მიეწოდებინა. ტრამპი გადადებას დათანხმდა, თუმცა ამასთანავე პელოსის საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტებიც გადაუდო და მოუწოდა ეს დრო მასთან მთავრობის გახსნაზე მოლაპარაკებებში გამოეყენებინა.

გასულ კვირას ტრამპი მთავრობის გახსნას დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 3 კვირით, 15 თებერვლამდე. მან ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სასაზღვრო კედლის მშენებლობის ხარჯებს არ მოიცავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები