ECRI-ის ანგარიში

ECRI მიიჩნევს, რომ რელიგიის სააგენტო რელიგიური უმცირესობების კონტროლის მექანიზმია

0 კომენტარი
რელიგიათა საბჭო ფოტო: tolerantoba.ge

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) მის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 2016 წელს გაცემული ორი რეკომენდაციის შესრულების შესახებ შუალედური დასკვნები გამოაქვეყნა. ECRI მიიჩნევს, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიმართ გაცემული რეკომენდაცია სახელმწიფომ არ შეასრულა.

2016 წლის შემაჯამებელ დასკვნაში კომისია აღნიშნავდა, რომ ახლადშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ აქვს ცხადი მანდატი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. 

ECRI ასევე წერდა, რომ მედიაციის მექანიზმებში, რომლებიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა ისლამოფობიურ ინციდენტთა შემდგომ, ჩართულნი არ იყვნენ სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტები, რომელთაც რელიგიურ დაძაბულობათა საკითხებში დიდი გამოცდილება შეიძინეს რელიგიათა საბჭოს მეშვეობით. კომისიისთვის გაუგებარი იყო, რატომ არ გამოიყენებოდა "ეს ძვირფასი გამოცდილება" რელიგიათაშორისი დავების მოგვარებისას და გასცემდა რეკმომენდაციას:

"რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდოს თავისი მხარდაჭერა რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით საქმიანობს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დაავალოს ახალშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომ ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად", - ნათქვამია ანგარიშში. 

რეკომენდაციის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ კომისიას მისწერა, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო არის მიუკერძოებელი, სანდო და წარმატებული მედიატორი სახელმწიფოსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობაში, ასევე, რელიგიათშორისი დაძაბულობების დროს. მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ არ დამდგარა საჭიროება რელიგიის სახელმწიფოს სამუშაო პროცესში სხვა შუამავალი ჩაერთო. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ რელიგიის სააგენტომ გადადგა ნაბიჯები სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობისთვის.

მიუხედავად ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ ურთიერთთანამშრომლობის ერთადერთ მაგალითად ხელისუფლებამ წარმოადგინა რელიგიის სააგენტოს მიერ რელიგიათა საბჭოს შემუშავებული დოკუმენტების განხილვა, რაც, კომისიის აზრით, ამ ორ სხეულს შორის თანამშრომლობის მინიმალურ დონეს ააშკარავებს. მეტიც, ხელისუფლებამ კომისიას მისწერა, რომ რელიგიის სააგენტოსა და რელიგიათა საბჭოს შორის არსებობს დაძაბულობა, რადგან, რელიგიათა საბჭოს ზოგიერთი წევრი მოითხოვს სააგენტოს გაუქმებას, ისე, რომ ამ მოთხოვნის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

"წარმოდგენილი ინფორმაციის მიუხედავად ECRI აღნიშნავს, რომ 2015 წელს სახალხო დამცველმა მოითხოვა დამკვირვებლის სტატუსით სოფელ მოხის სადავო მჩეთთან დაკავშირებით, რელიგიის სააგენტოს მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში ჩართვა. ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა პროცესში ჩართვის თხოვნით მიმრთეს სახალხო დამცველსა და ტოლრანტობის ცენტრს, რადგან ისინი არ ენდობოდნენ სახელმწიფო სააგენტოს და სურდათ კომისიის სხვა წევრები ყოფილიყვნენ მიუმხრობლები. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სააგენტომ თხოვნა არ დააკმაყოფილა", - ნათქვამია შუალედურ დასკვნაში.

ECRI წუხს, რომ რელიგიის სააგენტომ ხელიდან გაუშვა ტოლრანტობის ცენტრთან და სახალხო დამცველთან თანამშრომლობის შანსი და წერს:

"ECRI-ის არ მიუღია არანაირი სხვა ინფორმაცია, რომელის ინტერპრეტირებაც შეიძლება, როგორც სახელმწიფოს დაინტერესებად კონსტრუქციულად ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან. ამასთან, 2017 წელის განიხილებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა ნაწილიც მიმართული იყო რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისკენ, ისეთი მიზეზებით, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება. ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, გავლენას იქონიებდნენ უმთავრესად ან ექსკლუზიურად რელიგიურ უმცირესბებზე. მაშინ, როცა რელიგიათა საბჭო ვენეციის კომისიასთან ერთად საჯაროდ ეწინააღმდეგებოდa ამ ცვლილებებს და უთითებდა მათ შეუთავსებლობაზე ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ კონვენცისთან, სახელმწიფო სააგენტო არ იყო ცვლილებების წინააღმდეგი.

ამ საქმემ მრავალ უფლებადამცველ ჯგუფსა და რელიგიის წარმომადგენელს გაუმყარა წარმოდგენა, რომ რომ რელიგიის სააგენტო არის არა მიუმხრობელი დაწესებულება, არამედ სახელმწიფოს კონტროლის მექნიზმი რელიგიურ ჯგუფებზე. არსებული ინფორმაციის საფუძველზე ECRI-ის გამოაქვსს დასკვნა, რომ მდგომარეობა, რის გამოც მან ეს პრიორიტეტული რეკომენდაცია გასცა არ შეცვლილა და სახელმწიფო სააგენტოს არ გადაუდგამს არანაირი სერიოზული ნაბიჯი რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობისთვის, როგორც ამას რეკომენდაციას უწევდა ECRI. ამდენად, ECRI მიიჩნევს, რომ რეკომენდაცია არ შესრულდა", - ნათქვამიია დასკვნაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები