ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

შსს: ენმ-ს წევრები ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყებაში ამბობენ, პარტიის წევრები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. 

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში",- აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციის ენმ-ს პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია ხელწერილის საფუძველზე გაათავისფლეს. 

 

კომენტარები