"ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად საპატრიარქოს ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო. მსვლელობა სამების ეზოში კონცერტით დასრულდება, მას შემდეგ, რაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საპატრიარქო აცხადებს, რომ "ეკლესია ემიჯნება ნებისმიერ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი".
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წელს, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ის ოჯახის სიწმინდის დღედ დააწესა - ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა.
ლგბტქი თემს 17 მაისს რაიმე ღონისძიება არ გაუმართავს, რადგან, როგორც ამბობენ, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს".
თუმცა, დილით აქცია-მსვლელობა გამართეს სიძულვილის ჯგუფებმა და მმკ-ის მღვდლებმა, ხოლო ახლა საპატრიარქოს მსვლელობა დაიწყო.