რუსეთი

პუტინმა FIFA-ს პრეზიდენტი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამო სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა

ჯანი ინფანტინო და ვლადიმერ პუტინი
AP

23 მაისს კრემლში პუტინმა FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაში მისი წვლილისთვის სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა.

ინფანტინომ მადლობა გადაუხადა პუტინს "მსოფლიოში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის" მასპინძლობისთვის.

"თქვენ მთელ სამყაროს მეგობრებივით დახვდით და მსოფლიომ რუსეთთან მეგობრობის ისეთი კავშირი დაამყარა, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება," - აღნიშნა ინფანტინომ თავის სამადლობელ გამოსვლაში.

პუტინმა მადლობა გადაუხადა "ყველას, ვინც ეს ოცნება რეალობად აქცია".

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პუტინმა თქვა, რომ ეს შესაძლებლობა რუსეთზე სტერეოტიპების მსხვრევაში დაეხმარა.

რუსეთს ბრალს დებენ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად მისი არჩევა კორუფციული გზით მოხდა.

ამავე დაჯილდოებაზე პუტინმა Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანიც დააჯილდოვა.

"ვემსახურები რუსეთს!" - თქვა მარგარიტა სიმონიანმა.

შეგახსენებთ, რომ RT რუსეთის სახელმწიფო მედიაა.

კომენტარები